суббота, 16 июля 2011 г.

,,ლომი და თაგვი"–სიკეთის ძალა

პროექტის სახელწოდება:,,ლომი და თაგვი"–სიკეთის ძალა
პროექტის მოკლე აღწერა:იგავ–არაკის შინაარსის გაცნობა.
პროექტის აქტუალობა და მიზანი:იგავ–არაკის შინაარსის გაგება,მორალური ანალიზი.მოსწავლეები მიხვდებიან რა ძალა აქვს სიკეთეს.ლექსიკაზე მუშაობა,ფანტაზიის განვითარება,კითხვის ტექნიკის გავარჯიშება.
მონაწილეთა ასაკი:მეორე კლასი
პროექტის ხანგრძლივობა:45 წუთი
პროექტის ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,მასალის შესაბამისი ნახატი,დაფა,ცარცი,პროექტორი,კომპიუტერი.
გამოყენებული მეთოდები:წარვადგენ ნახატს გამოწვევისათვის, რომელზეც ლომი, თაგვი,თოკი და მონადირეა გამოსახული.დავსვამ კითხვებს,გამოვიყენებ აზრობრივ რუკას.პაუზებით– კითხვა,კითხვების დასმა.
პროექტის შედეგები:ტექსტიდან გაიგებენ ბავშვები,რომ პატარა და სუსტ არსებასაც შეუძლია დიდსა და ძლიერს დაეხმაროს,გაუკეთოს სიკეთე,გადაარჩინოს.რა თვისებები სჭირდება ადამიანს,როგორი უნდა იყოს იგი,რომ დაეხმაროს გაჭირვებულს.
საგნებთან კავშირი:კავშირი აქვს ბუნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი:ხათუნა სებისკვერაძე